„გამიზნული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი“ – დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის მიმართ შეტევაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ გაჟღერებულ მორიგ ცილისწამებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მორალურ-ზნეობრივი ტერორი დიდი ხნის უკან დაიგეგმა.

„ეს არის გამიზნული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი  არა მხოლოდ პატრიარქსა და საპატრიარქოს,  არამედ  სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ეს რის ბრძოლის კულმინაცია”, – აცხადებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და იმ წლებს იხსენებს, როცა ეკლესიაზე მსგავსი მიზანმიმართული შეტევები აქტიურად ხორციელდებოდა.

„ეს მათი ჩვეული სტილია, როცა ანტისახელმწიფოებრივ, ანტი საზოგადოებრივ საქმეს აკეთებენ და შემდეგ, ყველაფერს სხვას აბრალებენ. ეს ხომ მათი ჩვეული მეთოდია. მათი ფიცის რომც დავიჯერო, მაკვირვებს თავიც და ბოლოც, რადგან, ისინი, 16 წლის განმავლობაში ებრძვიან ეკლესიას. ალბათ, გახსოვთ, სატვირთო ავტომანქანებით თავდასხმა ეკლესიაზე, გახსოვთ „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ ეკლესიის მუდმივი დისკრედიტაცია და უკვე არცთუ ისე გასაკვირი ბოლო შეტევა, როდესაც პეტრე ცაავა, პრაქტიკულად, “ნაციონალური მოძრაობის” მაღალი სანდოობის მქონე წარმომადგენელი ეკლესიაში, რომელიც არც მალავს სიმპათიებს “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, უკვე მერამდენედ ახორციელებს დარტყმას პატრიარქზე და ეკლესიაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამიზნული თავდასხმა და შეტევა. არავითარ შემთხვევითობას ადგილი არ აქვს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად მათი მცდელობისა, ისინი ვერ დააზიანებენ მთავარს – ვერც სახელმწიფო ინტერესებს და ვერც საზოგადოებას”,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები