გალის 400-მდე მაცხოვრებელმა გვარი აფხაზურად გადაიკეთა

გალის მუნიციპალიტეტის 400-მდე მაცხოვრებელმა გვარი აფხაზურად გადაიკეთა. ინფორმაციას abkhazinform, საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „მურზაყანელი აფხაზების საბჭოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

“მურზაყანელი აფხაზეთის საბჭოს” ცნობით, 5 წლის განმავლობაში, მათ ორგანიზაციას 900-მა ადამიანმა მიმართა, აფხაზური გვარის დაბრუნებაში დახმარების თხოვნით.

Abkhazinform-ს ჩამოთვლილი აქვს გალის მოსახლეობის გვარები და წერს, რომ ისინი აფხაზური წარმოშობისაა. ეს გვარებია: აბუხბაია, აგირბაია, აძინბაია, აქიშბაია, ანჩაბაძე, არშბაია, არღუნია, ბაღბაია, ბუთბაია, გვაძანია, ზვანბაია, ზუხბაია, ინალიშვილი, კეცბაია, კირტბაია, ყოლბაია, ქვაცაბაია, კავშბაია, კაკუბავა, ლაკერბაია, ეზუგბაია, ეშბაია და ა.შ.

მსგავსი თემები