გალაკტიონისადმი მიძღვნილი სპექტაკლის – “უსაზღვრობა დროთა” პრემიერა გაიმართება

მუნიციპალური თეატრი “რუსთაველის 19“, დღეს, 19 აპრილს გაიმართება, პოეტ გალაკტიონ  ტაბიძისადმი  მიძღვნილი სპექტაკლის – “უსაზღვრობა დროთა” პრემიერა. სპეკტაკლში წარმოდგენილია პოეტისა და მისი დემონის პაექრობა.
​სპექტაკლის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია სანდრო მრევლიშვილი.
პოეტს განასახიერებს მსახიობი აკაკი ხიდაშელი, ხოლო დემონს, მსახიობი თორნიკე ბელთაძე.

რეჟისორმა სანდრო მრევლიშვილმა შექმნა პიესა, რომელიც აერთიანებს ფრაგმენტებს გალაკტიონ ტაბიძის ლექსებიდან და ამასთანავე მოიცავს „მკრთალ ბიოგრაფიულ ფაქტებს“. წარმოაჩენს დროის  უსაზღვროებაში გამოკვეთილ გენიალური პოეტის სახეს. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი შექმნილია მინიმალისტური ხედვით წარმოდგენა გაჯერებულია საინტერესო და მაღალმხატვრული გადაწყვეტებით.

როგორც “სითი კვირას” თეატრში განუცხადეს, სპექტაკლი ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში თამაშობს ორი სხვადასხვა თაობის მსახიობი – აკაკი ხიდაშელი და თორნიკე ბელთაძე. საინტერესოა მათი სცენური ქმედება, მათ მიერ ოსტატურად განხორციელებული მხატვრული სახეები. ორივე არტისტს აერთიანებს სანდრო მრევლიშვილის თეატრალური სკოლა, რომელიც თითქმის უკვე 40 წელია ავსებს თანამედროვე ქართულ თეატრალურ სივრცეს.

მსგავსი თემები