“გაიწმინდოს პოლიტიკური სპექტრი ირაკლი ოქრუაშვილის,ვანო მერაბიშვილის და მსგავსი ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან“- გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას  გამოეხმაურა და თვლის, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა წლების წინ უნდა დაესრულებინა.

ფოფხაძე ოცნებას იმ პერიოდს ახსენებს , როცა მისივე თქმით ვანო მერაბიშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრების მიმართ წარმოებული საქმეების ბოლომდე მიყვანას სთხოვდა:

„ერთხელ და სამუდამოდ ხალხმა თავი უნდა დააღწიოს ამ ადამიანებს , გაიწმინდოს პოლიტიკური სპექტრი, ირაკლი ოქრუაშვილის, ვანო მერაბიშვილის და მსგავსი ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, „ქართულ ოცნებას“ ექვსი წელი იმას ვამბობდი, რომ , რომ მიეყვანათ ბოლომდე მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, როცა წინასაარჩევნოდ იჭერენ მათ და როცა უნდათ უშვებენ ეს უკვე ბევრ კითხვას ბადებს“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ

მსგავსი თემები