გაიყოფა თუ არა დავით ბაგრატიონის ქონება, სასამართლო 8 მაისს გამოაცხადებს – ახალი მტკიცებულება „მთავარში“

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრაბატონელის საოჯახო დავის მორიგი ეტაპი დღეს შედგა. ყოფილი მეუღლე, დედოფალი ანა, დავით ბაგრატიონს 90 000 ლარს ედავება, დავით ბაგრატიონი კი უარზეა, რომ ქონება ყოფილ მეუღლეს გაუყოს.

სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ამისთვის კი მან დრო 8 მაისამდე ითხოვა. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის 90 ათას ლარი არ ეკუთვნის.

“დავა 3 ავტომობილს შეეხება, რომელთაგან ერთი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია, რადგან ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ქონების გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო 8 მაისს გამოაცხადებს. მხარე დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან 90 ათას ლარს ითხოვს, რის გადახდასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს” – განუცხადა “მედიაცენტრ მთავარს” ლევან ჩხეიძემ.

რაც შეეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატს, ლევან გორელაშვილი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონს დედოფალ ანასთვის ქონების გაყოფა მოუწევს, რადგანაც ეს ქონება თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს.

„სასამართლოს აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება აქვს, რაც მსგავსი კატეგორიის საქმეში შეიძლება მტკიცებულების სახით მოხვდეს იმისთვის, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კოდექსის შესაბამისად გაყოს. ვფიქრობ, სასამართლო მარტივად შეძლებს ამ საკითხებში გარკვევას და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს,”- განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

ორივე მხარის ადვოკატი, მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, ხვალ, 18 აპრილს „მედიაცენრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს. ლევან გორელაშვილი კი ახალი მტკიცებულების წარმოდგენას აპირებს.

მსგავსი თემები