გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს სხეულის 25% აქვს დაზიანებული. შედეგად, მან მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

„სასუნთქი გზების დაზიანებაზე გვაქვს ეჭვი, რომელიც არ გამოკვეთილა ჯერჯერობით. გარკვეული პერიოდი დამწვრობის ცენტრის რეამინაციის განყოფილებაში გააგრძელებს მკურნალობას. დაზიანებული გვაქვს სახის მიდამო, წელის მიდამო, ორივე ზემო კიდური, ორივე ქვემო კიდური უბნობრივად. საერთო ჯამში, 25% მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობაა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური და ამ სტაბილურობას, ჩვენდა საბედნიეროდ, ვინარჩუნებთ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი უახლოეს დღეების განმავლობაში კლინიკაში დარჩება და გააგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი თემები