“გავრილოვი “ნაციონალური მოძრაობასთან” ჰარმონიაშია და ოპოზიციას ე.წ სატოპკეებს უწევს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე,  ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ გავრილოვი “ნაციონალური მოძრაობასთან” ჰარმონიაშია და ოპოზიციას” ე.წ სატობკეებს უწევს.

“შარშანდელმა წლის შემდეგ, რამდენიმე განცხადება გააკეთა გავრილოვმა და ყოველი თავისი განცხადებით, “სატოპკეებს” უწევს “ნაციონალური მოძრაობას” და ძალიან ჰარმონილებული არიან ისინი ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ხელს აძლევს ოპოზიციას, იმიტომ რომ მათ უჩენთ სპეკულაციის საგანს და ძალიან კარგად იკვეთება ვის ინტერესში რა შედის. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს 9 წლის მანძილზე ვინ აკეთებდა რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს ახლა, უკვე ოპოზიციის რანგში, რუსულ საქმეს საქართველოში. სწორედ ეს პოლიტიკური ძალა იყო, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარა რუსეთის ფედერაციას, უმსხვილესი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები ჩააბარა რუსეთს და 2012 წლიდან თითოეული მათი ნაბიჯი, ემსახურება რუსულ სამეს და ინტერესებს საქართველოში. 

მადლობა ღმერთს, დღეს არის საქართველოში ხელისუფლება, რომელსაც აქვს დასავლური ღირებულებები და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, გაამყაროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფერი კეთდება, რომ განხორციელდეს არ აღიარების პოლიტიკა და ამ ყველაფერს აკეთებს მოქმედი ხელისუფლება,”- განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებემა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები