„გავრილოვი „ვითიბი ბანკის“ საბჭოს წევრია, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ საქართველოში შემოიყვანა“ – გოგლა ბარამიძე

„ეს ის გავრილოვია, რომელიც წლების განმავლობაში, რუსული „ვითიბი ბანკის“ საკონსულტაციო საბჭოს წევრი იყო. „ვითიბი ბანკის“, რომელიც წინა ხელისუფლებამ საქართველოში შემოიყვანა და დღესაც წარმატებით მუშაობს,“- აღნიშნული განცხადება, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძე, “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, ხუთმაგი სტანდარტით სამშობლო არ უნდა გვიყვარდეს და უნდა განვასხვაოთ ერმანეთისგან, პოლიტიკური მტერი და მოყვარე.

„უმძიმესი ფაქტი იყო, როცა ხელისუფალი არ არის თავის ადგილას და აკეთებს ასეთ სისულელეებს, მაგრამ ვინ არის ეს გავრილოვი რატომღაც არავინ არ კითხულობს. აქ რომ ჩაესვენა ტახტრევანში მერე ატეხეს ყვირილი და წივილი. ამიტომ, ხუთმაგი სტანდარტები სამშობლოს სიყვარულს არ უნდა ჰქონდეთ. არის ერთი ძირითადი ხაზი, რომ პოლიტიკური მტერი არის მტერი, პოლიტიკური მოყვარე არის მოყვარე. სამშობლოს სიყვარული ბიზნესად არ უნდა იყოს ქცეული,“- განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები