გაერო მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებას – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კომიტეტის ინსტიტუციური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით UNDP-ის საერთაშორისო ექსპერტს საპარლამენტო განვითარების დარგში, ჯონათან მერფის და ევროკავშირისა და UNDP-ის საერთო პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გამტკიცება საქართველოში“ მენეჯერს, სოფო გურულს შეხვდა. 

მხარეებმა კომიტეტის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებაზე, აპარატის თანამშრომლების გადამზადებასა და მათ მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

„ გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებას, ადამიანური რესურსების სწორად დაგეგმვას, ტრენინგების ჩატარებას თანამშრომლებისთვის და ზოგადად, მენეჯმენტის გაუმჯობესებას საქართველოს პარლამენტში და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები