“გადაკოცნას მოვერიდოთ, ხელის აწევით მიესალმეთ ერთმანეთს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს., რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები