„გადავკვეთე წითელი ხაზები, ვიხსნი პასუხისმგებლობას და ვტოვებ ამ საქმეს“ – გუდაურში მოკლული მამაკაცის ოჯახის ადვოკატი დაცვაზე უარს ამბობს (ვიდეო)

ნიკოლოზ წულეისკირი, რომელიც გუდაურში მოკლული მამაკაცის ოჯახის ინტერესს იცავდა, საქმეს შორდება. ადვოკატი ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს, იგი ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ოჯახის შეთავაზება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

„ამ საქმეში როდესაც ჩავერთე, კონფლიქტური სიტუაცია წარმომეშვა კოლეგებთან. ბატონ ტარიელთან (მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი) წითელი ხაზები გადავკვეთე, გადავაჭარბე და აღნიშნული კონფლიქტი გადაიზარდა სხვა რამეში, რაც ძალიან მიუღებელია და მიმაჩნია, რომ ეს ურთიერთობა გაუმჯობესდება, მე ვაღიარებ, რომ ეს ხაზები არ უნდა გადამეკვეთა.

დაახლოებით ერთი თვის უკან, როცა ოჯახის წევრები დამიკავშირდნენ, მაშინვე ვთქვი, რომ შესაძლო იყო დამეტოვა საქმე, თუ ამ საქმეში სხვა ადვოკატი ჩაერთვებოდა. არ ვიცი რა მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში, ერთი თვის შუალედში, რაღაც მიზეზების გამო მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ საქმეს უნდა ჩამოვცილებოდი, რადგან ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ მე ვიწვევდი აგრესიას და მთხოვეს, საქმისთვის მხოლოდ ტექნიკური კუთხით მიმეხედა, რაც იყო შეურაცხმყოფელი. თუმცა, ამ ოჯახის ინტერესს ვატარებდი და ვაცხდებ, რომ საქმესთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატი, ვიხსნი სრულ პასუხისმგებლობას და ვრჩები გულშემატკივრად. ამ საქმეს ვეთიშები, იმიტომ, რომ ოჯახის წევრებისგან წამოსული შემოთავაზება არის ჩემთვის მიუღებელი, რადგან ვატარებდი ამ ხალხის ინტერესს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და არც მაინტერესებს რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში. მე მეკრძალებოდა ჟურნალისტებთან საუბარიც კი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რატომ ან რისთვის ეს ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია,“ – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშიაუცილებელია  წყაროს და ლინკის მითითება


მსგავსი თემები