„გაგახარებთ და გეტყვით – ცოტნეს მდგომარეობა უმჯობესდება, ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნილია“ – ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი ცვლილებებია. ამის შესახებ მისი მეუღლე, ანა ჯაბაური აცხადებს.

“მოკლედ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რეალური მდგომარეობის შესახებ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება. დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში აქვს. ჯერჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია. ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი ხანია მოხსნილია. მართალია, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ექიმი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზისადმი არის განწყობილი. ორი დღის წინ ჩაუტარდა განმეორებითი მრტ (მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია), რომელზეც აღინიშნა დადებითი დინამიკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს უტარდება სწორი მკურნალობა და ყველა საჭირო პროცედურა რამდენიმე ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ხანია დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო თერაპიაც. აღარაფერს ვამბობ ზედმიწევნით დაცულ ჰიგიენის ნორმებზე… ასე, რომ იმედით შევყურებთ მომავლს”, – აცხადებს ანა ჯაბაური.

შეგახსენებთ, რომ მძიმედ დაჭრილი ცოტნე გამსახურდია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

მსგავსი თემები