„გაბედეს“ წევრებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი შეწამლეს – წარმოდგენა გრძელდება

მოძრაობა “გაბედეს” წევრები აქციას ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მართავენ. მათ სოლოლაკში ათონელის ქუჩიდან გადაინაცვლეს.

ახალგაზრდებმა ივანიშვილის სახლთან დინამიკი მიიტანეს და ოლიგარქს სიმბოლურად, 20-21 ივნისის აქციის დარბევის აუდიო ჩანაწერი ჩაურთეს, რითაც მას კიდევ ერთხელ შეახსენეს გასულ ზაფხულს განვითარებული მოვლენები. სპეციალური ეკიპირებით ისინი ჯერ სახელმწიფო კანცელარიასთან მივიდნენ და ტერიტორიას  სიმბოლურად დეზინფექცია ჩაუტარეს. 

20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით, “გაბედეს” წევრები დღეს აქციებს დილიდან, სხვადასხვა ადგილას მართავენ. 

მსგავსი თემები