ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, საჩუქრად ახალი ველოსიპედი გადაეცა

ბრიტანელ მოგზაურს, როან კემბელს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს,​ ერთ-ერთმა ველოკომპანიამ საჩუქრად ახალი ველოსიპედი გადასცა. 

ველოსიპედთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურ ტურისტთან შეხვედრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით შედგა.

სასტუმროებისა და ველოკომპანიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, უცხოელ მოგზაურს სხვადასხვა საჩუქარი გადასცენ და ამ ჟესტით ქართული სტუმარ-მასპინძლობა გამოხატონ – მან საჩუქრად სამთო კურორტის 2 დღიანი საგზური და ქართული კერძების მასტერკლასიც მიიღო.

ბრიტანელი მოგზაური სინგაპურიდან საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ ველომრბოლელი მოგზაურობას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს. ველოსიპედისტმა 11 ქვეყანა მოიარა და 7500 კმ უკვე დაფარა.

მსგავსი თემები