“ბცჟ” აცრებზე მედპერსონალს ცდებს უტარებენ და აკვირდებიან

“ბცჟ” აცრების „ახალ კორონავირუსთან“  კავშირზე,  „მელბურნის კლინიკამ“  მედპერსონალის გამოცდა დაიწყო. კერძოდ, მათ ვაქცინაცია ჩაუტარეს და აკვირდებიან, შეეყრებათ თუ არა “COVID19.”

როგორც პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადა, ექსპერიმენტი 4 000 მედპერსონალს ჩაუტარდა.

„ზოგიერთი სიმსივნური დაავადების, დროს, „ბცჟ“, როგორც იმუნოთერაპია, დღემდე კეთდება. ეს სკითხი COVID19-ის შემთხვევაშიც იმიტომ წამოიჭრა, რომ როდესაც ერთიდაიგივე პოპულაციაზე მოხდა დაკვირვება, ნაწილი, რომელსაც ეს ვაქცინა ჰქონდა ჩატარებული, ნაკლებად ავადობდა. ეს, ჯერჯერობით, რასაკვირველია, ვერსიაა და ასეთი ვერსია კიდევ ბევრი იქნება, იმიტომ, რომ ვირუსის ქცევის შესახებ ბევრი რამ ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს (ბცჟ-ს ვერსია) ნაწილობრივ ამართლებს და სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. მელბურნის სამედიცინო უნივერსიტეტმა კვლევა დაიწყო, კვლევაში 4 000 სამედიცინო მუშაკი ერთვება, რომელთაც ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ამ კონტინგენტს უტარდება ეს ვაქცინაცია და მოხდება დაკვირვება, როგორ ხდება მათი ინფიცირება და როგორი მიმდინარეობა ექნება ამ დაავადებას. ვარაუდობენ, რომ ასეთივე კვლევა ცოტა ხანში დაიწყება გერმანიაში, ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანთეში“, – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები