“ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, 100/50-ზე კომპრომისული ვარიანტია“ – არჩილ თალაკვაძე

„გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა,შევძლებდით ყველანი თანამშრომლობას, სიტუაცია განიმუხტებოდა – თუმცა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა“ – ეს გაცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გააკეთა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია 20 ივნისის შემდეგაც აგრძელებს დესტრუქციას,  ქუჩის პროცესებს, დაპირისპირებას, რაც  თანაგუნდელების მიმართ მძიმე შეურაცხყოფაა.

„აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არათუ თანამშრომლობისთვის არის მზად, არამედ პირიქით – ყველა გზას ეძებს, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიაღწიოს ცვლილებებს, რასაც ვერ დავუშვებთ.100/ 50 მოდელი კომპრომისული ვარიანტია. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და იმას, რომ ქვეყანაში მმართველობის პროცესი განხორციელდეს შეფერხების გარეშე. იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხედავენ საკუთარ თავს პოლიტიკაში, გაემიჯნებიან დესტრუქციულ პროცესებს და ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ყველამ ვიცით, რომ კანონმდებლობაში დღევანდელი სტასტუს-კვო არის შერეული მოდელი და არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო მოდელით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები