„ბუნდესტაგში ცეცხლის, ქვიშის, ქვაბის, ავზის მიტანას და ბლოკირებას წარმოგიდგენიათ რა მოჰყვება“ – გურამ მაჭარაშვილი

„როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ბუნდესტაგში ან ამერიკის კონგრესთან მივიდნენ პროტესტანტები, მიზიდონ ქვიშა, ქვები, ავზები, შეშა,  ბლოკირება მოახდინოს და არ შეუშვას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, როგორი იქნება სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი და ორივე მხრიდან, კონსტიტუციის დაცვას ითხოვს.

მისი შეფასებით, აზრის გამოხატვისაგან არავინაა შეზღუდული, თუმცა, როგორც კი პროტესტი სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდება, მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ბუნებრივია, რომ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ჩარჩოში, ყველას აქვს უფლება, გამოხატონ პროტესტი. მეორეს მხრივ, ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული, ფუნდამენტური პრინციპია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების საშუალება უნდა ჰქონდეს.  ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ხელისუფლებაზეა და ეს გამოჩნდა კიდეც. გუშინ, სამართალდამცველებმა მოთმინების მაღალი ხარისხი გამოიჩინეს და ესეც უნდა იყოს.  საერთაშორისო პარტნიორებიც ორივე მხარეს მოუწოდებენ,  რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესებს და მშვიდ ვითარებაში მოვახდინოთ 2020 წლის არჩევნებამდე მისვლა“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები