ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან დარჩენილი ქართველები სამშობლოში გამოემგზავრებიან

ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სპეციალური ავტობუსებით გამოემგზავრებიან.

“საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო  საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

აღნიშნულმა მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს”, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები