“ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს” – სოსო რობაქიძე

“ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი კიდევ ერთ პირს, ირაკლი წერეთელს წარუდგინეს, რომელიც მკვლელობის პერიოდში დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი იყო”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი წერეთელმა პროკურატურასთან ითანამშრომლოს და თქვას სიმართლე.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს კიდევ ერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს და ვნახოთ, რა იქნება, სასამართლო ჩატარდება. უნდა ითანამშრომლოს, თანამშრომლობის შანსი ჰქონდა ზურაბ მიქაძესაც. ვინც კი სიმართლე თქვა, აღიარა და ითანამშრომლა პროკურატურასთან, თუნდაც ზურა ბაქრაძე, მე ყველა შევინდე“,- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მსგავსი თემები