ბრძოლის რუსულ მეთოდებს მოთმინებით ვპასუხობ და ბოლომდე გავიტან – სალომე ზურაბიშვილი

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი სურვილი იყო ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მისმა კონკურენტებმა  ფსიქოლოგიური ძალადობის წინასაარჩევნო კამპანია არჩიეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა ბოლშევიკური მეთოდებით, რასაც მოთმინებით პასუხობს და ბოლომდე გაიტანს.

„მქონდა წინადადება, რომ ჩაგვეტარებინა ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანია. ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ კამპანიის დროს ვრცელდება ის, რაც არის ტიპურად რუსული მეთოდები, ბოლშევიკური მეთოდები, ადამიანის დისკრედიტაციის, ყველა კუთხით, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ამას ვპასუხობდი მოთმინებით და ბოლომდე გავიტან მოთმინებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები