ბრძოლა ბოლომდე – ეკა ბესელია

„ჩვენ ვერ ვიდგებით მეორე მხარეს – სასამართლომ ღიად დატოვა კითხვა ვინ არის მკვლელობის ჩამდენი პირი“, აცხადებს ეკა ბესელია და ამბობს, რომ კითხვის ღიად დატოვება ბოლომდე ბრძოლას ნიშნავს.  

„კომისიის შექმნის საფუძვლად შემოთავაზებულია ამ ტრაგიკული შემთხვევის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. ეს არ არის ის ტრაგედია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა დაიტია. ეს არის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ერთნაირად გვაღელვებს ყველას. პროცედურულ საკითხებს უკვე არ აქვს მნიშვნელობა. პარლამენტმა უნდა თქვას თავისი სიტყვა და საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა გამოხატოს საზოგადოების განწყობა. ჩვენ ვერ ვიდგებით მეორე მხარეს, იმ მხარეს, როცა ჩვენი მოქალაქე, დაზარალებული შვილმკვდარი მამა, შვილმკვდარი დედა, ტკივილით და ტრაგედიით დატვირთული ადამიანი გვეუბნება, ხელი გამომიწოდეთ – ო. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მოვედით ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლის აღდგენის პატივისცემის პრინციპის გაცხადებით,“ – ამბობს ბესელია.

მისივე შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ იქნებოდა, თუმცა, მთავარი კითხვა ღიად დარჩა: „ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ჩრდილს არავის ვაყენებ, ერთი რამ, ჩემთვის, როგორს იურისტისთვის ითქვა – სასამართლომ ღიად დატოვა კითხვა ვინ არის მკვლელობის ჩამდენი პირი. ამ კითხვის დატოვება მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ბოლომდე ბრძოლას ნიშნავს“.   

მსგავსი თემები