ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარე, მოქალაქეებს ურჩევს, ხელები ეროვნული ჰიმნის ფონზე დაიბანონ

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარემ, ჯეიკობ რის-მოგმა მოქალაქეებს ურჩია, ​ხელები ეროვნული ჰიმნის ფონზე დაიბანონ. განცხადება მან კორონავირუსის გამო გამართულ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე გააკეთა.

სხდომას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, რომელმაც მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება მოსალოდნელია.

ბორის ჯონსონის თქმით, გაერთიანებულ სამეფოს აქვს შემუშავებული ღონისძიებების კონკრეტული გეგმა, რომელსაც ეპიდემიის შემთხვევაში აამოქმედებს, რათა ყველაზე მეტად დაუცველი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. მისივე თქმით, კორონავირუსისგან დასაცავად ყველაზე მნიშვნელოვანი ხელების ხშირად დაბანაა.

მსგავსი თემები