ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, ყველა ასაკოვანი თვითიზოლაციაში მოექცევა

ბრიტანეთის ხელისუფლება 70 წელს ზევით ყველა ადამიანს თვითიზოლაციაში მოაქცევს. მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხე გაიზარდა. ადგილობრივი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამონაკლისი არავინ იქნება, ასაკში შესულ ყველა ადამიანს ამ გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება მოუწევს.

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება,  დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში გადავიდეს. მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებიან, უახლოეს პერიოდში მოუწოდებენ, რომ „დიდი ხნის განმავლობაში“ იყვნენ სახლში,“- აცხადებს  მეთ ჰენკოკო.

გარდა ამისა, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას ასევე რეკომენდაცია მიეცა, კომუნიკაციისას 2 მეტრიანი დისტანცია დაიცვან.

ამ ეტაპისთვის, დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-სს გადააჭარბა, 10-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

ისევ რთული მდგომარეობა რჩება იტალიაში, სადაც გარდაცვალებულთა რაოდენობამ 1800-სს მიაღწია, ათასობით ადამიანი კი ინფიცირებულია.   

მსგავსი თემები