ბრალდებულ დეპუტატს, პროკურატურამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება არ მისცა            

თბილისის საკრებულოს წევრ, ილია ჯიშკარიანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა. როგორც მისი ინტერესების დამცველი აცხადებს, მას დოკუმენტებზე აქვს ხელი მოსაწერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ზარალდება.

როგორც მარიამ კუბლაშვილი განმარტავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები, ელექტრონული ხელმოწერები აქვს შესასრულებელი, რისთვისაც საჭიროა ოფისში მისვლა და მუშაობა. შესაბამისად, მოვითხოვეთ, ილია ჯიშკარიანისთვის ნება დაერთოთ, რომ სამსახურში საქმიან ფარგლებში განეხორციელებინა კომუნიკაცია, თუმცა, პროკურატურისგან უარი მივიღეთ. არადა, მოქალაქეები ზარალდებიან”, – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატ ილი ჯიშკარიანის ბრალს, მას, პროკურატურა თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემის ფაქტს ედავება.  მას, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, მას აუკრძალეს თანმშრომლებთან კომუნიკაციის დამყაება, რადანაც ისინი სს საქმის მოწმეები არიან.

მსგავსი თემები