ბრალდება უნდა დაადასტურო ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო – მამუკა ბახტაძე „ფრესკოს“ დამფუძნებელს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოს” დამფუძნებელ ვასილ სოფრომაძის ვიდეომიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბიზნესმენმა მძიმე ბრალდებება უნდა დაადასტუროს, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგოს.

ვასილ სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ბიზნესმენებთან ურთიერთობაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში სდებს ბრალს.  

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენს მოუწოდებს, საკუთარი ნათქვამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები გამოძიებას და საზოგადოებას წარუდგინოს.

როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, დასაფასებელია თითოეულ ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის ქვეყანაში. დაუშვებელია ბიზნესის შევიწროება, უნდა ჩატარდეს გამოძიება, რადგან ხშირად დამახინჯებული და პოლიტიკურად მოტივირებული ინფორმაცია ვრცელდება.  

“იმ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც აქვს ქვეყანას, განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული მეწარმე, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის ჩვენი მიდგომა და ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, ვინც მოითხოვს გამოძიების უმოკლეს ვადაში დასრულებას. შემიძლია ამაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღო. რაც შეეხება განცხადებებს ბიზნესის შევიწროებასთან დაკავშირებით, ხშირად დამახინჯებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ფაქტებს. საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატებაა, რომ საქართველოს მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით და ჩვენი ქვეყანა „doing business”-ში მე-6 ადგილზეა. ბევრი სხვა რეიტინგის დასახელება შემიძლია, რომელიც ეფუძნება ობიექტურ კვლევებსა და გარემოებებს. ამ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ჩვენთვის მექანიზმი, დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები და იმიტომაც, რომ ეს რეიტინგები დგება ობიექტური კრიტერიუმებით და არა ცალკეული პირების ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო განცხადებებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნესმენმა ვასილ სოფრომაძემ ვიდემიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას ბიზნესის შევიწყოვებასა და გარკვეული კომპანიებისთვის პრივილეგიების შექმნაში ადანაშალებს: ” სწო­რია, როცა ჩემი კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნია „კარ­ფუ­რი“ დღემ­დე არ იხ­დის დღგ-ს გა­და­სა­ხადს და მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი არ შე­დის სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯეტ­ში? ეს ჩემი ბრა­ლია და ეს არის თქვე­ნი სწო­რი მიდ­გო­მა ბიზ­ნე­სის მი­მართ? თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, იმას, რა­საც ჩვენ ვფლობთ, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მა­გა­ლი­თად, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში, იმ სა­კი­თხებ­ზე, რა­ზეც გვე­და­ვე­ბი­ან, თქვენ მარ­თლა გინ­დათ და­გი­დოთ კად­რე­ბი, რო­გორ იპა­რა­ვენ თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი? – პა­სუხს ვა­გებ ჩემს ყვე­ლა სი­ტყვა­ზე – რო­გორ იპა­რა­ვენ თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, თქვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩემს მა­ღა­ზი­ებ­ში? რო­გორ ატ­რი­ა­ლე­ბენ ია­რაღს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გინ­დათ და­გი­დოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი? “, – აცხადებს იგი.

მსგავსი თემები