ბრაკონიერები წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებსაც ხოცავენ, უიშვიათეს ხის ჯიშებსაც ანადგურებენ და ადამიანებსაც უსწორდებიან

ელექტრო შოკი, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელკეტი და ზღარბი – ეს  იმ აღჭურვილობის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბრაკონიერების წინააღმდეგ რეინჯერებსთვის თავდასაცავად აუცილებლობას წარმოადგენს. წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველები და ხის ჯიშები ბრაკონიერების ინტერესებს ხშირად ეწირება, თუმცა, ისინი თავად გარემოსდამცველებსაც ესხმიან თავს, რის გამოც გადაწყდა, ცეცხლსასროლი იარაღი და ელექტროშოკით ყველა თანამშრომელი აღიჭურვოს.     

რა არის ძირითადი გამოწვევები, რაზე ნადირობენ ბრაკონიერები, რატომ ვერ ეშველა უკანონო, სახლებში მოწყობილ სამხერხაოებს, რატომ და რა მიმართულებით მკაცრდება კანონმდებლობა? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშილი ესაუბრა.

ირაკლი მუკნიაშილი: დღეს, ჩვენი დეპარტამენტის მთავარი გამოწვევებია ბრაკონიერობა, რაც მოიცავს როგორც უკანონოდ ტყით სარგებლობას, ისე  ხე-ტყის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირებას; უკანონო ნადირობასა და თევზჭერა. მათ შორის, თევზჭერა ისეთი საშუალებებით, რომელიც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს.

მედიაცენტრი მთავარი“: დავიწყოთ ნადირობით. .. მონადირეები ინფორმირებულები არიან, რომ საქართველოში ნადირობა საერთოდ აკრძალულია?

ირაკლი მუკნიაშვილი:  დიახ, ცხოველებზე  ნადირობა საქართველოში  აკრძალულია, გარდა სამონადირეო მეურნეობებისა. საუბარია კერძო სამონადირეო მეურნეობებზე, რომელიც განთავსებულია ტყის ფონდის ტერიტორიაზე. აქ  თავად ამრავლებენ ცხოველებს, ზრდიან, უვლიან და და შემდეგ, გარკვეული თანხის საფასურად ანადირებენ მსურველებს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა, ბრაკონიერების მხრიდან, სამონადირეო  მეურნეობის გარეთ გვხვდება ნადირობის ფაქტები.

მედიაცენტრი მთავარი:“ ძირითადად რაზე ნადირობენ ბრაკონიერები?

ირაკლი მუკნიაშვილი:  ყველაზე მასიურია კურდღელი, ასევე შველი, არჩვი, დათვი.

მედიაცენტრი მთავარი:“ კურდღელზეც აკრძალულია ნადირობა?

ირაკლი მუკნიაშვილი:  დიახ ასეა, თუმცა, ფიქრობენ, რომ კურდღელი ისედაც ბევრია და ცნობიერებაა ასეთი – რატომა არა?

მედიაცენტრი მთავარი:“ იგივეს მეც გკითხავთ, რატომ არა კურდღელი?

ირაკლი მუკნიაშვილი:  იმიტომ არა, რომ კანონდმებლობით საქართველოში ნებისმიერ ცხოველზე ნადირობა აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე ნადირობა.

მედიაცენტრი მთავარი:“ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებთან დაკავშირებით რა მდგომარეობა გვაქვს?

ირაკლი მუკნიაშვილი:  გვქონია შემთხვევა, ჯიხვზე ნადირობის. ამ შემთხვევაში, სანქცია საკმაოდ  დიდია და სს პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. ასევე, გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც, თუ არ ვცდები, 65 000 ლარია.

მედიაცენტრი მთავარი:“ სს პასუხისმგებლობა ნადირობის გამო ხშირია?

ირაკლი მუკნიაშვილი:  ვინაიდან ჩვენ სამართალდამცავი უწყება არ ვართ, ქმედება რომელსაც ვენ გამოვავლენთ და შეიცავს სს სამართალდარღვევის ნიშნებს, აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენგან მასალები ეგზავნება სამართალდამცველ სტრუქტურას. სწორედ აქ მთავრდება ჩვენი პოსუხისმგებლობა. არის რიგი შემთხვევები, როცა საჭიროა დამატებით, ექსპერტის დონეზე ჩართულობა, ნადირთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და ან თანამშროლები, რომლებმაც უშუალოდ გამოავლინეს ფაქტი, მოწმის სტატუსით იყვნენ ჩართულები გამოძიებაში. რა სანქცია შეეფარდება სამართალდამრღვევს, ჩვენ ამ პროცესს არ მივყვებით. როცა საპროცესო შეთანხმებამდე მიდის საქმე, აქაც არის ჩვენი ჩართულობა. კერძოდ, გვეკითხებიან, ვართ თუ არა წინააღმდეგი კონკრეტულ პირთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

მედიაცენტრი მთავარი:“  თქვენ ამბობთ, რომ სს საქმეს ბოლომდე ვერ მიყვებით და შესაძლოა კონკრეტულად ვის რა პასუხისმგებლობა დაეკისრა არ იყოს თქვენთვის ცნობილი, თუმცა, ბევრი მასალა გაქვთ გაგზავნილი, რომელიც სს საქმეს შეიცავს?

ირაკლი მუკნიაშვილი:  საკმაოდ ბევრია ასეთი შემთხვევები. მიმდინარე წლის განმავლობაში დაახლოებით 100-ის ფარგლებში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მედიაცენტრი მთავარი:“ სანქციების ნაწილზე რომ გადავიდეთ, ერთგვარი დისბალანსი გვაქვს. გარემოსთვის მიყენებული ზარალი გაცილებით დიდია, ვიდრე დამრღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა. მაგალითად, პირმა გარემოს თუ მილიონი ლარის ზარალი მიაყენა, მისთვის დაკისრებული ჯარიმა გაცილებით მცირეა, მაგალითად 200-300 000 ლარი, რატომ არის მსგავსი დისბალანსი მიყენებულ ზიანსა და დაკისრებულ ჯარიმას შორის?

ირაკლი მუკნიაშვილი:  ეს ორი რამ – ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანი  საკმაოდ განსხვავებული რამ არის. ჯარიმა არის კონკრეტული თანხა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ეკისრება სამართალდამრღვევს. მაგალითად, ვიღაცამ რომ კურდღელი მოკლა, მას შეეძლო მოეკლა ტურა, ქმედება, რომ მან უკანონი ფაქტი ჩაიდინა, ეს არის ჯარიმა. მაგრამ, შემდეგომ, ასევე ხდება ზიანის დაანგარიშება. ამ ქმედებით რა ზიანი მიაყენა მან გარემოს. ზიანი დაანგარიშება ხდება სხვანაირად, ფორმულების საშუალების. დამრღვევი პირი ჯარიმას და ზიანს ერთდროულად იხდის.

მედიაცენტრი მთავარი:“  თუ გქონიათ შემთხვევა, როცა ბრაკონიერებს ფაქტზე წაასწრეს და მათი მხრიდან  ზედამხედველებს თავდასხმა განხორციელდა?  

ირაკლი მუკნიაშვილი:  მსგავსი არაერთი შემთხვევა გვქონია. 2018 წლიდან დღემდე  13  შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა ჩვენს თანამშრომელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ეს ეხებოდა უკანონო თევზჭერასა და ხე-ტყის უკანონო მოპოვებას.

მედიაცენტრი მთავარი:“ იარაღის გამოყენებაც ყოფილა?

ირაკლი მუკნიაშვილი:  დიახ. მსგავსი არაერთი შემთხვევა ყოფილა.  კანონით დადგენილია ნუსხა, ჩვენს დეპარტამეტს რისი გამოყენების უფლება აქვს. მათ შორისაა ცეცხლსასროლი იარაღი, ხელკეტი, ელექტრო შოკი, ზღარბი, ხელბორკილი. ცეცხლსასროლი იარაღი თანამშრომელთა ნაწილს გააჩნია. ამჟამად, მივიღეთ კიდევ 100 ერთეული იარაღი და თანამშრომლების სრულად უნდა აღვჭურვოთ ცეცხლსასროლი იარაღით.  პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩვენს თანამშრომელს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ცეცხლსასროლი იარაღი  და ეფექტური იქნება, მათ შორის, ელექტრო შოკიც.    

მედიაცენტრი მთავარი:“ ხეტყის უკანონო ჭრას რაც შეეხება, სად გვაქვს ცხელი წერტილები?

ირაკლი მუკნიაშვილი:  ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება შარშანაც და წელსაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად რჩება. ცხელი რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და გახსოვთ ალბათ რამდენიმე თვის წინა სვანეთში მომხდარი ამბები.

მედიაცენტრი მთავარი:“ უკანონო  სამხერხაოებს გულისხმობთ? ფაქტი საკმაოდ რული იყო, თუმცა, საინტერესოა, როგორ დამთავრდა ეს საკითხი, როცა, ადგილობრივები ხეტყის ჭრას იმით ამართლებდნენ, რომ მათ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ?

ირაკლი მუკნიაშვილი:  ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ ჩვენ ვამკაცრებთ კანონმდებლობას სახერხების კუთხით. ეს თემა შეიძლება 2 ნაწილად გავყოთ, უკანონო ტყით სარგებლობას ვგულისხმობ, ერთია შეშა და მეორე – ე.წ. სამასალე ხე-ტყე, რომელიც შემდეგ იხერხება და ბიზნესადაა ქცეული. არგუმენტი, სხვა რა გავაკეთოთ, ეს ვერ გამოდგება თავის სამართლებრივად. ამ არგუმენტით, ნებისმიერი ქმედების ჩადენა და გამართლება შეიძლება. სვანეთში, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმს, ძალიან ბევრია ამით დაკავებული და დიდი საშუალებაა, კანონიერი წესით მოხდეს ხე-ტყის დამზადება. 

მედიაცენტრი მთავარი:“ მსგავსი, ულიცენზიო, თვითნებური სამხერხაოები ბევრია?

ირაკლი მუკნიაშვილი:  მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს. ვინაიდან ეს არის უკანონო ქმედება, არ რეგისტრირდება. შესაბამისად, რამდენია, ვერავინ გეტვით. რომ ვიცოდეთ რომ არის სადღაც, სტატისტიკა კი არ უნდა ვაკეთოთ, რეაგირება უმდა მოვახდინოთ. საქართველოს მასშტაბით მთლიანად, 759 სახერხი საამქროა რეგისტრირებული. რეგისტრაციის გარეშე სამხერხაოს მუშაობა პირველივე ჯერზე სს დანაშაულია.

მედიაცენტი მთავარი:“ გასაგებია, თუმცა, ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტებში ყველამ იცის ვინ რას საქმიანობს და ვის აქვს სამხერხაოები მოწყობილი, ზოგს სახლშიც კირთულია მიგნება?

ირაკლი მუკნიაშვილი:  მერწმუნეთ, საკმოდ რთულია ამ სახერხების მიგნება. რამდენიმე ვარიანტია, ერთი – ვახორციელებთ 24 საათიან პატრულირებას  და  ასე ხდება გამოვლენა. ეს არ ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ცენტრალურ უბნებში მოძრაობს. ეკიპაჟი გადაადგილდება იმ ადგილებში, სადაც ეჭვია, რომ შესაძლოა, ხდებოდეს დარღვევები. საკმაოდ რთულია სახერხების აღმოჩენა, ვინაიდან ეს. 99%-ში  არის კუსტარულად  შექმნილი დანადგარი, მათ შორის სახლებშიც. სამწუხაროდ, არის ფაქტები, როცა ყველამ იცის, მათ შორის მეზობლებმაც, თუმცა, იშვიათია, როცა ამის შესახებ გვატყობინებენ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ გვქონია ასეთი შეტყობინება.

მედიაცენტრი მთავარი:“ ჩამორთმეული მასალებიდან, უკანონოდ რა მოცულობის ხეტყე იჭრება საქართველოში ყველწლიურად და სად მიდის

ირაკლი მუკნიაშვილი:  პატარა ოდენობა ნამდვილად არ არის. როცა უკანონოდ ტყით სარგებლობის გამოვლენა ხდება, ხე-ტყე მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც განკარგავს მას. აც შეეხება წითელ ნუსხას, რომელიც თქვენ ახსენეთ, როცა ბრაკონიერი ჭრის ხეს, მისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს,  ეს ჯიში წითელი ნუსხითაა დაცული თუ არა.  გვაქვს შემთხვევები, როცა ხდება წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო ჭრაც. თუმცა, მიდგომა მსგავსი ფაქტების მიმართ უფრო მკაცრია.

მედიაცენტრი მთავარი:“ რეგულაციები არსებობს, თუმცა, ბრაკონიერობაუკანონო ხეტყის ჭრა, ნადირობა, მაიც ხდება და არც თუ მცირე მასშტაბით. რეგულაციების აღსრულებაში ხომ არ გვაქვს პრობლემა?

ირაკლი მუკნიაშვილი: რეგულაციები გასამკაცრებელია და დეპარტამენტი ცდილობს, გაამკაცროს რეგულაციები, სანქციები. ეს შეეხება  ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, ტრანსპორტირებას, ნადირობას, თევზჭერას.  სხვადასხვა ვარიანტს ვამუშავებთ. მათ შორის, მოვიაზრებთ ადმინისტრაციულ პატიმრობას პირველივე ჯერზე.  დღეს მოქმედ ნორმას – ჯარიმას, ადმინისტრაციული პატიმრობაც დაემატება და ორივე ერთად იმუშავებს. მოსამართლეს შეეძლება, თავად გადაწყვიტოს, რომელს დააკისრებს. ჯერ ინიციატივას ვამუშავებთ და მხოლოდ პროექტის დონეზეა. მათ შორის არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაც.

ასევე, ვფიქრობთ ზღვარი დავწიოთ ხე ტყის ნაწილში. თუ დღეს  მოქმედი კანონმდებლობით, ხე-ტყის შეთხვევაში, თუ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 1000 ლარს გადააჭარბა, ეს არის მნიშვნელოვანი ზიანი  და სს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ვიფიქროთ რომ მოხდეს ამ ზღვრის დაწევა და ზიანი მაგალითად არა 1000 ლარზე, არამედ 500 ლარზე ითვალისწინებდეს სს პასუხისმგებლობას.

„მედიაცენტრი მთავარი:“ მიმდინარე წელს, მთლიანობაში, სამართალდარღვევის სტატისტიკა თუ გახსოვს?

ირაკლი მუკნიაშვილი: მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევათა სტატისტიკა შემდეგია:  გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის – 6 896  ფაქტი. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – 6359 ფაქტი;  სისხლის სამართლის ნიშნების მქონე – 537 ფაქტი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგაზავნება საგამოძიებო ორგანოებს. მათ შორისაა უკანონო ტყითსარგებლობის – 1143 ფაქტი; თევზჭერის წესების დარღვევის – 334 ფაქტი და ნადირობის წესების დარღვევის – 203 ფაქტი.

ეკა გულუა

მსგავსი თემები