ბრაზილიის პრეზიდენტი კარანტინის მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კარანტინის მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟიარ ბოლსონარუს არც ნიღაბი ეკეთა და არც სოციალური დისტანციის წესებს იცავდა.

ბრაზილიის პარლამენტმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინი გამოაცხადეს. ჟიარ ბოლსონარუ კი ამ ზომებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელოს ცხოვრება.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც წესების გამკაცრების მოწოდებით გამოდიოდა, თანამდებობიდან გადააყენა.

ქვეყანაში ჩატარებული სოციალური გამოკითხვების მიხედვით კი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალური დისტანცირების წესების შენარჩუნების მომხრეა.

ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 38 654 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 2462 ადამიანი.

მსგავსი თემები