ბოჭორიშვილის კლინიკაში, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოლნისიდან და ასევე, კარანტინის სივრციდან 6 პაციენტი დაემატა, მათგან ერთი მძიმეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთელებას ელოდება.

„ბოქსირებულ სექტორში არის 51 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 43. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 10. 2 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი პაციენტებიდან 6 არის ახალი. ისინი არიან გადმოყვანილი ბოლნისიდან და კარანტინიდან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე გადავიდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 4 პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელებას, აქედან ერთ-ერთი ბავშვია,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მსგავსი თემები