ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი წლის ბავშვი მოათავსეს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ერთი ახალი, ხუთი წლის პაციენტი ყავს, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მოზარდი მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება და ის დადასტურებული შემთხვევით კლინიკაში გუშინ გვიან გადაიყვანეს. მაკა სოლოღაშვილის თქმით, ახალი კორონავირუსის დიაგნოზით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადიან ხუთი წლის პაციენტის მშობლებიც.

„ამ დროისათვის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 22 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ოთხი საყურადღებო პაციენტია, მათ ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ, თუმცა კლინიკური ნიშნები სტაბილურია. ლაბორატორიულ კვლევაში დღეს კლინიკიდან 12 პაციენტი ჩაერთვება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

დეტალებზე ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი “მედიაცენტრ მთავარში” 11:30 საათზე ისაუბრებს.

მსგავსი თემები