ბოჭორივილის კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 7 პაციენტი დაემატა

ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 7 პაციენტი დაემატა, რომელიც კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან გადაიყვანეს.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 11 პაციენტის კი საყურადღებო რჩება.

“ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 54. დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე ასაკის პირი არის 11. ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ სტაბილურად მძიმეა. 11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – განაცხადა სოლოღაშვილმა.

მსგავსი თემები