ბორჯომში, დამწვარი ტყის ფართობზე 270 000-მდე ნერგი დაირგო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბორჯომში, ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის ფართობზე 270 000-მდე ნერგი დაირგო.

როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სატყეო-სამეურნეო გზები მთელი ქვეყნის მასშტაბით 105,54 კმ-ზე მოაწესრიგა, რაც ხელს უწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს.

“ბორჯომის ხეობაში დასრულდა ნახანძრალი ტყის აღდგენის პირველი ეტაპი. ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 163.73 ჰა ფართობზე, მათ შორის დასრულდა ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენის პირველი ეტაპი. დარგული იქნა 270 000-მდე ნერგი. ღონისძიებები გაგრძელდება მიმდინარე წელსაც და ტყის აღდგენა განხორციელდება 329,51 ჰა-ზე,” – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები