ბორჯომის ხეობაში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის საგაზაფხულო სამუშაოებს აგრძელებს.

როგორც სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ბორჯომის ხეობაში ჯამში 250 ათასამდე ნერგია დარგული.

„ბორჯომის ხეობაში პირვანდელი ტყის სრული ეკოსისტემის აღდგენას წლები სჭირდება.   ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, შემუშავებული პროექტის საფუძველზე, 2018 წელს 144 -ჰა  ფართობზე უკვე განახორციელა დარგვის სამუშაოები. ჯამში, შემოდგომაზე, 250 ათასამდე ნერგი დაირგო. გაზაფხულზე  ტყის აღდგენის პროექტს ასევე 144 ჰა ფართობზე ვაგრძელებთ. წიწვოვანთან ერთად, ფოთლოვანი სახეობის ნერგებიც დაირგვება. მნიშვნელოვანია, რომ აღდგენით სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა,  არჩილ ნიკოლეიშვილმა.

პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, ტყის დროებით სანერგეებში გამოყვანილი ნერგი გამოიყენება.

მსგავსი თემები