“ბოროტი ქსელი, რომელიც თინეიჯერებს სიცოცხლეს ართმევს” – ფილმ “ლურჯ ვეშაპში” დედის როლის შემსრულებელი

“ფილმში კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ პრობლემას თინეიჯერის თვალით. მხოლოდ მშობელი ამას ვერასდროს მოახერხებს, სამწუხაროდ”, – აცხადებს ფილმ “ლურჯი ვეშაპში” დედის როლის შემსრულებელი, მსახიობი სალომე კოკუაშვილი. 

მსახიობმა “მედიაცენტრ მთავარში” თავის პერსონაჟზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფილმის გზავნილია მშობლებმა და შვილებმა იცოდნენ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

“როდესაც ლევან გაბიძემ დამირეკა და სცენარი გამომიგზავნა, გულწრფელად ვიტყვი, შიშით ვკითხულობდი. მიუხედავად იმისა, რომ მე შვილი არ მყავს, როდესაც ეს ამბები მესმოდა, ვფიქრობდი, რაღაც ხუმრობა იყო. არ მჯეროდა, რომ მართლა არსებობს ასეთი “ბოროტი ქსელი”, რომელიც “თინეიჯერებს” აიძულებს აკეთონ ისეთი რაღაცები, რაც საბოლოო ჯამში მათ სიცოცხლეს ართმევს. დიდი სიხარულით დავთანხმდი, რადგანაც მომეცა შესაძლებლობა, , რაღაც დოზით მაინც, ახალგაზრდებს მივაწოდო ის ინფორმაცია, რომ გამოსავალი არსებობს. ჩემი გმირი ანა არის საოცარი დედა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა. ჩემმა პერსონაჟმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თავის შვილს არა იძულებით, არამედ ყურადღებით მოეპყრო ამ სიტუაციაში. მან შეძლო, შვილი წაეყვანა ფსიქოლოგთან, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს. ფილმში კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ პრობლემას თინეიჯერის თვალით. მხოლოდ მშობელი ამას ვფიქრობ, ვერასდროს მოახერხებს, სამწუხაროდ”, – განაცხადა სალომე კოკუავილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსახიობმა დასძინა, რომ ეს ფილმი პირველია, რომელშიც ე.წ. მკვლელი თამაშის პრობლემაზე უფრო დეტალურადაა ყურადღება გამახვილებული.

“იმედი გვაქვს, მერე უკვე სრულმეტრაჟიან ფილმადაც იქცევა და ბევრ ადამიანს დაეხმარება იცხოვროს მშვიდად და ბედნიერად”, – დასძინა სალომე კოკუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ლევან გაბაძემ ე. წ. მკველე თამაშზე ფილმი “ლურჯი ვეშაპი” გადაიღო.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

https://mcm.ge/%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%97/

მსგავსი თემები