ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“ბიბისის” ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით ძალიან კარგი პროგრესია. 

ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი დაახლოებით ორი კვირის წინ დაუდასტურდა, საავადმყოფოში რჩება.

ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციაში გუშინ განაცხადეს, რომ ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე სიარული შეუძლია და ექიმებს ესაუბრა. ბორის ჯონსონმა ინტენსიური განყოფილება 9 აპრილს, საღამოს დატოვა და მკურნალობას ლონდონში, წმინდა თომას ჰოსპიტალში განაგრძობს.

მსგავსი თემები