ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო დღე-ღამის გამავლობაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 197 ადამიანია გარდაცვლილი.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იტალიაში 3 916-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა სულ 523 პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიის მთელ ტერიტორიაზე სასწავლო დაწესებულებები დაიხურა სულ მცირე 15 მარტამდე, გაუქმდა საზოგადოებრივი ღონისძიებები.

მსგავსი თემები