“ბოლო თვის მოვლენებმა რუსულ-ქართული ურთიერთობები ნულოვან წერტილზე დაიყვანა” – კონსტანტინ კოსაჩოვმა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თბილისში, 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის საქციელმა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ნულოვან წერტილზე დაიყვანა.

მისი თქმით, რუსეთში მოვლენების ასეთი განვითარებით გულწრფელად დამწუხრებული და იმედგაცრუებული არიან.

„ბოლო თვის ცნობილი მოვლენების შემდეგ – რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს, რაც მოხდა ქართულ ტელევიზიაში გასულ კვირას, ყველაფერმა ამან ჩვენი ურთიერთობები კვლავ მკვეთრად დახია უკან, პრაქტიკულად ნულოვან წერტილზე დაიყვანა“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

კოსაჩოვის განცხადებით, ორივე მხრიდან ცნობილი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შემდეგ, რუსეთი და საქართველო შესაძლოა, პატარა ნაბიჯებით, თუმცა მაინც ლახავდნენ  უთანხმობებეს, პოულობდნენ ადამიანების ნორმალური ურთიერთობებისთვის პირობების შესაქმენალდ შესაძლებლობებს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ეს არის სხვისი სცენარები, რომლებსაც ორ ქვეყანას, ორ ერს თავს ახვევენ, როგორც საქართველოს შიგნით რადიკალური ძალები, ისე გარე ძალები.

პარტია „პატრიოტთა ალინსის“ წევრები მოსკოვში იმყოფებიან. მათ რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართეს. შეხვედრის ამსახველი ფოტოები რუსეთის სახელმწიფო დუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები