ბოლონია და ნიცა – “ვიზეარი” ქუთაისიდან ორი ახალი მიმართულებით იფრენს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით იწყებს.

რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

ქუთაისი-ბოლონია-ქუთაისი – 23 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;

ქუთაისი-ნიცა-ქუთაისი – 12 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

Wizz Air-მა საქართველოში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საავიაციო ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა (15%).

მსგავსი თემები