ბოლნისში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდგინდა.

ბოლნისში დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსის ინფექცია კიდევ ორ პირს დაუდგინდა. დადასტურებული შემთხვევები სოფელი მუშევანიდან არიან, სადაც 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ამ სოფელში უკვე 38 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

გუშინ საღამოს მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით კი, სოფელ მუშევანში კორონავირუსი შვიდ პირს, სოფელ გეტაშიკ ი, რვა პირს დაუდგინდა.

სოფელ გეტაში ზომები დღეს დილიდან გამკაცრდა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო. სოფელში შესვლა და გამოსვლა მკაცრად შეზღუდულია.

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის 139 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 49 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები