ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა.

ქვემო ქართლის გუბერნიის ცნობით, საერთო ჯამში 30 პირთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა. მათგან ცხრაზე კვლევის პროცესი გრძელდება, ხოლო 21-დან კორონავირუსის ინფექცია ორს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 312 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი – 76.

მსგავსი თემები