ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები – მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი დროებით ჩაიკეტა

„იძულებული გავხდით, მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი ჩაგვეკეტა. იქ არის პოლიციური დანაყოფები, რომლებიც აკონტროლებენ მოსახლეობის გადაადგილებას შესვლას და გამოსვლას, ეს არის იძულებითი ღონისძიება”, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

“მუშევანში ოჯახური კლასტერია დაინფიცირებული, ისევე როგორც ხატისოფელში. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ შეგნებულად მიუდგნენ ამ გამოწვევას და მაქსიმალურად შეზღუდონ კომუნიკაცია და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები არიან გაძლიერებეული ჯგუფებით წარმოდგენილი და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში ძალიან ბევრი საკვლევი მასალა აიღეს.

„მაქსიმალურად შევეცდებით გამოვრიცხოთ რისკები, მოვიცვათ მჭიდრო კონტაქტები და გავარკვიოთ რეალურად მდგომარეობის სიმძიმე, თუმცა მართვადია პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ და მაქსიმალურად გვინდა მხარდაჭერა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, დარჩნენ სახლში, ყველა სერვისი, რაც კი საჭირო იქნება სოფლებში, იქნება თვითმმართველობიდან უზრუნველყოფილი. მომზადებული ვართ, მომარაგდება ყველა საჭიროებით ოჯახები“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მსგავსი თემები