ბოლნისიდან ახალი პაციენტის კოვიდინფიცირების წყარო ჯერ დადასტურებული არ არის

“დადგენილია მამაკაცის კონტაქტები, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა, ინფიცირების წყარო ჯერ დადასტურებული არ არის”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხდა.

მისი თქმით, რეგიონში სულ ახალი კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.

„ბოლო ფაქტი გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ სავანეთიდან მამაკაცი, რომელთანაც კავშირები დადგენილი გვაქვს, თუმცა წყარო დადასტურებული არ არის. წყაროს ვეძებთ. ეს 27 კონტაქტი თვითიზოლაციაშია, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადმოვიყვანთ მკაცრ საკარანტინო სივრცეში, რომ უფრო მეტად იყოს გაკონტროლებული“, – განაცხადა რწმუნებულმა.

მსგავსი თემები