„ბოკერიას არანაირი საერთო არ აქვს ეროვნულ ფასეულობებთან“ – დავით ჭიჭინაძე

„აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკო ელისაშვლის, როდესაც ამბობს, რომ „გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაზე ბოკერიას აკრიტიკებს და ასევე, თვლის, რომ ელისაშვილს, როგორც “ხალხოსან“ პოლიტიკოსს „ლელოსთან“ კავშირი არ უნდა ჰქონდეს.

„ბოკერიას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ეროვნულ ფასეულობებთან. პირადად ელისაშვილს კი ვეტყოდი, რომ ის პოზიციონირებდა როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპატიას.

ხალხოსნობას კი „ლელოსთან“ რა კავშირი აქვს?, რადგან „ლელოს“ და მის ლიდერებს ხალხთან და მათ ინტერესებთან საერთო რომ არაფერი აქვთ, ეს პრაქტიკულად ყველა ოჯახს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები