რისთვის მოიხადა ბოდიში შინაგან საქმეთა მინისტრმა?

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, დეპუტატებს ის კონკრეტული მიზეზები განუმარტა, რის გამოც მან 12 მაისს ბოდიში მოიხადა.

„აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ის, რაც პოზიციამ გააკეთა, თუმცა, ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით იმისთვის, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების ჩაშლა და იმ კლუბიდან გამოყვანა. რა თქმა უნდა, მოვიხადეთ ბოდიში. ასევე მოვუხადეთ ბოდიში იმათ, ვინც ამ ემოციურ ფონზე რუსთაველზე და პარლამენტის წინ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ერთმა მხარემაც, მეორემაც, მესამემაც, სახელმწიფომაც  და პოლიციამაც ამ ყველაფერს თავი გაართვა და შესაბამისი პასუხი გაეცა იმ გამოწვევებს, რომელიც იყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები