„ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის“ – „პატრიოტები“ თამარ ჩუგოშვილს უჩივიან

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ადა მარშანია, პარლამენტის პირველ ვიცე სპიკერს თამარ ჩუგოშვილს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და პარლამენტის ეთიკის კომისიაში უჩივის.

როგორც ადა მარშანიამ პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტში, ემზარ კვიციანს საუბრისას მიკროფონი გამოურთო რა დროსაც ის პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა.

“პარლამენტში, პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიკროფონი გამოურთო. მან გაბედა და გამოურთო ემზარს მიკროფონი იმ დროს, როცა ის კითხულობდა ჩვენი სულიერი წინამძღოლის, პატრიარქის ქადაგებას და ეს შეაფასა როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. ხომ შევქმენით ჩვენი სათაყვანებელი ეთიკის კომისია, აი იქ შეგვაქვს საჩივარი, რათა კომისიამ ეს არაეთიკური და დისკრიმინაციული საქციელი ჩუგოშვილის განიხილოს. საზოგადოება აღშფოთებულია – ჩვენთვის ბოდიშის მოხდაც საკმარისი არ არის-ო,”-განაცხადა ადა მარშანიამ პარლამენში.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები