„ბიძინა ივანიშვილს შუამავლები გაუგზავნეს, ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციაში სერიოზული განხეთქილებაა და მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ სცენარს არ ემორჩილებიან. აღნიშნულის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ნაციონალურ მოძრაობას რესურსი არ გააჩნია, რაიმე სახის ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყოს. მიუხედავად იმისა, მათ ასეულმა ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი, ისინი ამ ქვეყანაში რევოლუციას ვერ მოახედენენ. ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯარს და პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს არის სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მოწოდება და სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს“ – აღნიშნა ბრეგაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მოწოდებები და აქციების მუქარა ბიძინა ივანიშვილზეა გათვლილი. კერძოდ, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ამით ბიძინა ივანიშვილისგან გარანტიებს ითხოვენ. „დაანონსებული აქციები არის გარკვეული შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილთან უკვე გაგზავნილი ყავთ შუამავლები და ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ. ასევე მათი სურვილია, როგორც აქამდე, ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დარჩეს საქართველოს პარლამენტში და იყოს საპარლამენტო ოპოზიცია“ – აღნიშნა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები