“ბიძინა ივანიშვილმა წითელი აუნთო მათ, ვინც მის წასვლაზე ოცნებობდა” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მისი პოლიტიკაში დიდი ხნით დარჩენასთან დაკავშირებით, მოულოდნელი იქნებოდა ბევრისთვის.

დეპუტატის აზრით, თუკი, ვინმე ფიქრობდა რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას და ძალაუფლების სხვისთვის გადაბარებას აპირებდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას მთავარ გამაფრთხილებელ გზავნილად მიიჩნევს თავად საკუთარი გუნდისთვისაც.

​„სიტუაციურ ანალიზთან და სხვადასხვა ფაქტების შეფასებებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ საინტერესო იყო იმითაც, რომ მან პირველად ღიად განაცხადა პოლიტიკაში დიდხანს დარჩენასთან დაკვშირებით. ამით ბიძინა ივანიშვილმა წითელი აუნთო მათ, ვინც მის წასვლაზე ოცნებობდა. ასევე, ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მთავარი გამაფრთხილებელი გზავნილი იყო საკუთარი გუნდისთვისაც. მისი პოლიტიკაში დიდხანს დარჩენა ნიშნავს იმას, რომ გუნდის წევრებს მეტი მოეთხოვებათ. ალბათ ყველა დავრწმუნდით, რომ მისთვის გამორჩეული არავინ არის. ის უპირატესობას პიროვნებას დაკისრებული პასუხისმგებლობით და შესრულებული საქმით ანიჭებს. ამ გამოცდას კი ბევრმა ვერ გაუძლო,“- განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „მთავართან“.

მსგავსი თემები