ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანსა და მის მეუღლეს, დუგლას მორისს უმასპინძლეს.

როგორც „ფეისბუქში“ „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბიზნესცენტრში გაიმართა.

შეხვედრაზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მსგავსი თემები