ბიძინა ივანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივის წევრები.

პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე და პარლამენტის წევრები.

მსგავსი თემები