” ბიძინა ივანიშვილი თუ ქველმოქმედებით ჩადებს ინვესტიციას წყალტუბოში, სხვა ინვესტორებიც დაინტერესდებიან” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოს აღორძინების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ ინიციატივასთან გამოთქმულ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, რომელსაც ის წყალტუბოში დებს, მსხვილ ინვესტორებს მოიზიდავს.

“თუ ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ შედიან სხვა ინვესტორებიც. თუ ბიძინა ივანიშვილი შევა წყალტუბოში ქველმოქმედებით და ჩადებს ინვესტიციას, ეს ნიშნავს, რომ მსხვილი ინვესტორები, ვინც სასტუმროების, სარეკრეაციო და ჯანდაცვის ბიზნესში არიან, ისინიც ჩადებენ ინვესტიციას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები