“ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა COVID 19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ სამაგალითოა როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში” – ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი ფრანგული გამოცემა L’Opinion-ის სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია COVID 19-თან ბრძოლის პროცესში, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებზე.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ გამოცემაში საუბარია იმაზე, რომ არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღო საქართველომ თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, არამედ, უკვე წლებია, განაგრძობს სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც რეალურად შეიცვალა და კიდევ უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, მისი მისწრაფებები არის ძალიან სწორი, ადეკვატური და ევროპამაც შესაბამისად უნდა დაინახოს. ძალიან დადებითია ის გარემოება, რომ ჩვენ განვიხილებით ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად და ეს არ არის მხოლოდ ერთი ავტორის აზრი, არამედ იგი ეყრდნობა სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებსაც, სადაც საქართველო განხილულია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად. მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული სპეკულაციებისა, პოლიტიკური ძალების მცდელობისა, დააკნინონ ის შედეგები, რაც ქვეყანას აქვს, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა COVID-19-თან ბრძოლაში და მთლიანად პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთ-ერთი სამაგალითოა როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში, რომ ერთად შესაძლებელია COVID-19-თან ეფექტიანი ბრძოლა“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები